ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა დარტყმას

ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა დარტყმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს და ადამიანებს, რომლებიც უკრაინასთან „ერთად ამტკიცებენ, რომ რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღის მიწოდებაში ტაბუ არ შეიძლება იყოს“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარტნიორებმა მიაწოდონ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღი, კერძოდ, ATACMS-ი და სხვა მსგავსი ტიპის იარაღი.

მისი თქმით, ეს აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაში! ყველა გამომძიებელს, რომელიც ამხელს ტერორისტული სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ გზებს, სანქციების გვერდის ავლას.

მადლობა ყველას, ვინც აღმოფხვრის რუსული დაბომბვის შედეგებს და არჩენს დაჭრილებს!

და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს ფრონტზე, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს და ანადგურებენ ოკუპანტებს.

დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქვედანაყოფები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად იცავენ დონეცკის რეგიონს.

56-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის 21-ე ცალკეული ბატალიონი - მადლობა რუსეთის თავდასხმების მოგერიების ეფექტურობისთვის!

26-ე და 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადების ჯარისკაცები - მადლობა სიზუსტისთვის!

ოთხმოცდამეორე ცალკე მექანიზებული ბრიგადა - მადლობა, ბიჭებო!

მადლობა ყველას, ვინც დღე და ღამე უზრუნველყოფს უკრაინის საჭირო შედეგებს!

და ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა დარტყმას.

დიდება უკრაინას!“,- აღნიშნა მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით