ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ომის გაჭიანურების იმედი აქვს - ჩვენ მოვლენები უნდა დავაჩქაროთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს. "რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ასე რომ, დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გასულ კვირაში უკრაინამ აშშ-სთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, კანადასთან, ბელგიასთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში თავდაცვის საკითხზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

„მომდევნო კვირა არანაკლებ ძლიერი უნდა გავხადოთ ჩვენი თავდაცვისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა