ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლების მინიჭება ნიშნავს იმის თქმას, რომ ტერორი, შეიძლება, რაღაცნაირად მისაღები იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ „ტერორი რაღაცნაირად მისაღებია“.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები ასპარეზობაზე და მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში, არის მცდელობა, უთხრან მსოფლიოს, რომ ტერორი, შეიძლება, რაღაცნაირად მისაღები იყოს. თითქოს შესაძლებელია თვალის დახუჭვა იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს ხერსონში, ხარკოვში, ბახმუტსა და ავდიივკაში.მაშინ, როცა პარიზის ოლიმპიადისთვის ვემზადებით, უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა ვერ გამოიყენოს ის, ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიება აგრესიის ან მისი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას დააყენა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეუძლიათ ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა, რის შემდეგაც უკრაინა დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილების უფლებას მისცემენ, ისინი ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა