ბენ ჰოჯესი - უკრაინა არ იქნება უსაფრთხო ქვეყანა, სანამ რუსეთი ყირიმს აკონტროლებს

ამ ომში განმსაზღვრელი პლატფორმა არის ყირიმი, უკრაინის მთავრობას ესმის, რომ არ შეუძლია დათანხმდეს რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის შენარჩუნებას, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხო, სანამ რუსეთი ყირიმზე კონტროლს შეინარჩუნებს.

„მომდევნო რამდენიმე თვეში უკრაინა შექმნის პირობებს ყირიმის საბოლოო გათავისუფლებისთვის. ქვეყანა არასდროს იქნება უსაფრთხო და ვერ შეძლებს თავისი ეკონომიკის აღდგენას მანამ, სანამ რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ტანკებით მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ საერთო ძალისხმევისა, რომელიც საჭიროა უკრაინის გასამარჯვებლად, რუსული ძალების დასამარცხებლად და იმისთვის, რომ რუსულმა ძალებმა ყირიმი დატოვონ.

ამასთან, ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ყირიმიდან გასადევნად უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი დარტყმის იარაღი დასჭირდება, როგორიცაა ATACMS-ის რაკეტები.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად