ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს - ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ! - „ხაბე“ არის „ნაცების“ სიმბოლო - მორჩა!

ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ! - ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს - მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე, ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუა ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს „არ აჰყვეს“ და შეცდომებზე ისწავლოს.

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, "ხაბე" თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი "ხაბე", მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. "ხაბე" არის სიმბოლო "ნაცების" - მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას როგორ უნდა მუშაობა. გამიხარდება, თუ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის და იმუშავებს, თუ არა და იქვე ჰყავს ბევრი ალტერნატივა და ამას თქვენც მალე ნახავთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა ასევე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას არჩევნების გაყალბებაზე და მასში "ქართული ოცნების" წევრებისა თუ მხარდამჭერების შესაძლო მონაწილეობაზე.

"აპაპაა“, ერთი წამით - არჩევნები იყო შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც მათ აქვთ, ლეგიტიმურია და "ხაბე" ღირსეული თავმჯდომარეა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი [ხმის მიცემა], თუმცა, „ხაბემ“ იცის, ჩემი ხმა მასთან არის ყოველთვის”,- განაცხადა ზარქუამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო