ნიკა მელია - არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით

„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მელია იმედოვნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის მართვას „ღირსებით და სიმართლით მოახერხებს“.

„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მას ვულოცავ. ამ შედეგს ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის ამას მოახერხებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ის „ამ ბრძოლაში რჩება“.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს