სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩეულია „ქართული ოცნების“ მიერ - ერთადერთ ლეგიტიმურ მიზეზად, რითაც ამას გავამართლებდი, მიხეილ სააკაშვილზე ვაჭრობაა, ყველა დანარჩენი ღალატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩეულია „ქართული ოცნების“ მიერ - ერთადერთ ლეგიტიმურ მიზეზად, რითაც ამას გავამართლებდი, მიხეილ სააკაშვილზე ვაჭრობაა, ყველა დანარჩენი ღალატი იქნება - შეიძლება, ისეთი სიტუაცია დალაგდეს, „ნაცმოძრაობას“ ბრძანებას კობახიძე აძლევდეს,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ვიდეო გამოაქვეყნა, რათა დაემტკიცებინა, რომ ამომრჩეველი არ იფილტრებოდა იმის მიხედვით, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, როგორც თავად თქვეს.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები იყო ფარსი და ერთადერთი, რაც ამას გაამართლებს ეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვაჭრობაა „ქართულ ოცნებასთან“.

„თუ ტყუილს არ გაავრცელებდნენ, ვიდეო შეიძლება არ დამედო, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა, მაგრამ საუბარი დაიწყეს, რომ არჩევნები გაფილტრულია, სანდოა და ეტალონია იმის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ვახო მეგრელიშვილი მოიყვანეს მაგალითად - თქვეს, გავფილტრეთო, რაც ასევე ტყუილი იყო, რადგან ვახომაც შეძლო ხმის მიცემა. მეორე ტურს ათასი ხმაც წყვეტდა და ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ სულ ათასი „ბოტი“ რომ ყოფილიყო, საკმარისი იქნებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩეულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. რაში გაცვალეს არჩევნები, ამაზე საუბარი შემდეგ შეგვიძლია. ერთადერთ ლეგიტიმურ მიზეზად, რასაც გავამართლებდი, მიხეილ სააკაშვილზე ვაჭრობაა, ყველა დანარჩენი, თუ სხვა რამეზე ივაჭრეს, ღალატი იქნება. თუ მიშას უშვებენ, დაიწყება კამპანია, რომ გადასაყვანია. თუ „ნაცები“ „ქოცებთან“ სააკაშვილზე „დალაგდნენ“ და მიშას ციხიდან გამოუშვებენ, უნდა მივილოცოთ, რომ კარგად ივაჭრეს. ამას კარგ ვაჭრობას დავარქმევდი, თუ სააკაშვილს გამოუშვებენ. არ ვიცით, რაზე ივაჭრეს, ახლა სიმპტომს ვხედავთ, შედეგი დადგება ახლო მომავალში, თუ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვეს, ყოჩაღ! არ ვიცი, ვინ იქნება რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი, შეიძლება, ისეთი სიტუაცია დალაგდეს, „ნაცმოძრაობას“ ბრძანებას ირაკლი კობახიძე აძლევდეს, მაგრამ შინაარსი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება ლეგიტიმური გახდეს „ოცნების“ ამომრჩევლის თვალში”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა