დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული ტანკები ფრონტზე ზაფხულამდე ჩავა.
პარლამენტში კითხვაზე, თუ როდის განლაგდება 14 ტანკი ბრძოლის ველზე, უოლესმა უპასუხა:
„ეს იქნება ზაფხულში, ან მაისში - ალბათ, აღდგომის დროს”.
ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზებმა ხელი შეუშალეს უკრაინული ძალების მომზადების განრიგის განსაზღვრაში.