ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია ძლიერი გადაწყვეტილებების დროულად მიღება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს.

„უწყვეტი ფიქრისთვის დრო არ არის, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. მთავარი საკითხი ეფექტურობაა. გადაწყვეტილებები კარგი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი გადაწყვეტილებები დროული იყოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება“, - განაცხადა ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან საუბრისას.

მან დანიას Caesa-ის ჰაუბიცების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთის შეტევას დადებითი შედეგი არ ექნება.

„მე დარწმუნებული ვარ ჩვენს არმიაში. ვფიქრობ, თანდათან შევაჩერებთ რუსებს, შევებრძოლებით მათ და მოვამზადებთ ჩვენს დიდ კონტრშეტევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა