ოლექსი დანილოვი - მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 ადამიანი გაიწვიეს - 150 000 უკვე ფრონტზეა გაგზავნილი, 150 000 კი - წვრთნებს გადის

რუსეთის ფედერაციას 150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 ადამიანი გაიწვიეს - 150 000 უკვე გაგზავნილია ფრონტზე, დანარჩენი 150 000 კი - რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის სხვადასხვა პოლიგონზე წვრთნებს გადის.

"ჩვენ გვესმის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ძალიან ძლიერად. პრეზიდენტი ყოველდღიურად ურთიერთობს თავის უცხოელ კოლეგებთან სამხედრო დახმარების საკითხზე და ყოველდღიურად გრძელდება მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას გადავლახავთ, რადგან 2022 წლის 24 თებერვალი გაცილებით რთული იყო. მაშინ მარტო ვიყავით აგრესორი ქვეყნის პირისპირ და არ გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების“, - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა და ყოველ კვირას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სიახლეები უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა