პაატა ბურჭულაძე - საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს - მიშა უნდა გადარჩეს

მიშა უნდა გადარჩეს. ჩვენ მეორედ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ. მერე ეს შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს, ხოლო ის, რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა.

„არ შემეძლო, სახლში გავჩერებულიყავი, როდესაც გავიგე, რომ მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ. ვაცხადებ ერთ რამეს, რომ საქართველო დღეს, თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს. როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე? ნუთუ მისი ქონებაა ჩვენი მომავალი, რომ ის გადარჩეს? მე, ძალიან ვწუხვარ, რომ იმ მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად აქ, ზოგიერთი ექიმია გარეული. მე მგონი, ეს მათ არ ეკადრებათ. გავიგე, რომ ჯერ, ამ წუთისთვის გადაყვანილი არ არის რეანიმაციაში და რაღაცას ელოდებიან. რას ელოდებიან, იმას რომ კომაში ჩავარდეს? ეს არის ჩვენი გამოსავალი?! სამარცხვინოა, რაც ხდება. ჩვენ, ყველას უნდა გვრცხვენოდეს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ასევე საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ.

„მე მგონი, რომ დროზე არის გასაკეთებელი...თან ეს პოლიტიკოსებმა უნდა თქვას, მე რა უნდა გითხრათ. მე უნდა გითხრათ ერთი რამ, რომ თუ მიშას რამე დაემართა, გვიანი იქნება. ყველაფერი დროზე არის გასაკეთებელი და ზოგიერთი ექიმი ვინც აქ მუშაობს, გონს მოვიდეს და თქვას, ის, რაც საჭიროა, როგორც ისინი გრძნობენ, რომ არიან ექიმები. გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე, ეს იქნება აქ, თუ საზღვარგარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიშა უნდა გადარჩეს. ჩვენ მეორედ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ. მერე ეს შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება. მეტის თქმა არაფრით შემიძლია“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა