ენტონი ბლინკენი - რუსეთის სისასტიკეები მხოლოდ ხაზს უსვამს უკრაინისთვის დახმარების მნიშვნელობას - იგი მამაცად იცავს თავის მცხოვრებლებს და არსებობის უფლებას

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის ხელისუფლებასთან უკრაინისთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო დახმარების მიწოდებაც განიხილა. ამის შესახებ ბლინკენმა იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელში ვიზიტის დროს ბლინკენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს, საგარეო საქმეთა მინისტრს ელი კოენსა და ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს შეხვდა.

მათთან საუბარში მან უკრაინის დახმარების მნიშვნელობის საკითხიც წამოაყენა.

“რუსეთის მხრიდან მიმდინარე სისასტიკეები მხოლოდ ხაზს უსვამს უკრაინისთვის ყველა საჭიროების დამაკმაყოფილებელი დახმარების მნიშვნელობას - ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების - რადგან იგი მამაცად იცავს თავის მცხოვრებლებს და თავისი არსებობის უფლებას, თემას, რომელზეც დღესაც ვისაუბრეთ”, - თქვა ბლინკენმა.

ამავდროულად, ბლინკენის თქმით, ისრაელში მან რუსეთისა და ირანის თანამშრომლობის თემაზეც ისაუბრა.

ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის თხოვნის მიუხედავად, იგი არ აპირებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის. უკრაინისადმი ისრაელის მხარდაჭერა ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვითი აღჭურვილობისა და “სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო საშუალებების მიწოდებებით” შემოიფარგლება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა