უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი - უკრაინა ომის ძალიან აქტიური ფაზის ზღვარზე იმყოფება

უკრაინა ომის ძალიან აქტიური ფაზის ზღვარზე იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

“ჩვენ ომის ძალიან აქტიური ფაზის ზღვარზე ვიმყოფებით. თებერვალიც და მარტიც - ძალიან აქტიური მოქმედებები იქნება”, - განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, ფრონტზე ვითარება რთულია - მტერი საიერიშო მოქმედებებს აგრძელებს.

იუსოვის განცხადებით, რუსებს ესმით, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა ძლიერდება და მალე შემდეგი “რამშტაინი” იქნება, ამიტომ აგრძელებენ ნაწილობრივად მობილიზებულების, ასევე “ვაგნერიდან” და სხვა კერძო სამხედრო კომპანიებიდან კრიმინალების შტურმისთვის გაგზავნას. იუსოვმა აღნიშნა, რომ მტრის დანაკარგები გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის არმიის, ამიტომ რუსებს მეტი არაფერი რჩებათ, ვიდრე “რაოდენობით” იომონ.

“უკრაინელი მებრძოლების უნარები და მოტივაცია, პლუს ტექნიკა და პლუს შეიარაღება - როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარება - ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში გარდამტეხს ხდის ამ საიერიშო მოქმედებების მსვლელობას”, - აღნიშნა იუსოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა