The Wall Street Journal - აშშ-მა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემის შესახებ შესაძლოა პარასკევს გამოაცხადოს

აშშ-მა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემის შესახებ შესაძლოა პარასკევს გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული რაკეტები უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში შევა, რომლის შესახებაც ვაშინგტონმა შესაძლოა პარასკევს გამოაცხადოს.

საუბარია მცირე გაბარიტების მაღალი სიზუსტის Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს, რაც აშშ-ის მიერ უკრაინისადმი გადაცემულ ნებისმიერ იარაღს აღემატება.

GLSDB-ის ჭურვების გაშვება HIMARS-ის ტიპის სარაკეტო დანადგარებიდან არის შესაძლებელი, რომლებიც უკრაინას უკვე გააჩნია. ჭურვს აქვს ფრთები, რაც მიზნისადმი გზაზე პლანირების საშუალებას აძლევს, და სარაკეტო ძრავა, რაც ფრენის სიშორეს ზრდის.

ცნობისთვის, თავდაპირველად უკრაინისადმი შორი მოქმედების ჭურვების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ Reuters-მა დაწერა. გამოცემის თანახმად, მათი გადაცემა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების, სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა