ვოლოდიმირ ზელენსკი - მტკიცედ გავიარეთ დრო თებერვლიდან თებერვლამდე - მტერი ცდილობს ახლა მაინც მიიღოს რაღაც, რათა შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა მეომრის, რომელიც მზად არის ამისთვის და აჩვენებს უკრაინის საჭირო გამძლეობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე აჩვენოს, რომ თითქოს მათ რაიმე შანსები გააჩნიათ.

„მტკიცედ გავიარეთ მთელი ეს დრო, თებერვლიდან თებერვლამდე. მტერი ცდილობს ახლა მაინც მიიღოს რაღაც იმისთვის, რომ შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში უკრაინას ერთიანობა, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულობა და გამძლეობა სჭირდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა