„ლელო“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს

„ლელო“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება.

როგორც სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ყველა დავალება, რომელიც შეეხება საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტების ჩაშლას, ზედმიწევნით სრულდება, ასევე ზედმიწევნით ასრულებს ხელისუფლება რუსეთის დავალებას, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას, ამიტომ სატრანსპორტო დერეფნის გაფართოების თაობაზე გაცემული დავალების შესრულება სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამასთან სამადაშვილის თქმით, სატანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალი პროექტები უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევაა, რადგან მომავალში, ყველა დამატებითი გზა, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს გახდება რუსეთიდან სამხედრო ძალის მარტივად შემოყვანის გზა.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ზურაბ აბაშიძემ უახლოეს დღეებში, კომიტეტის სხდომაზე უნდა უპასუხოს.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მოვისმინეთ როგორ აძლევს დავალებას რუსეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად წარმომადგენელს, როგორ გასცემს მასზე დავალებებს, რომ განიხილოს ახალი პროექტები რუსეთის და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების გასაფართოებლად და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ასევე, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრ ტონში მიიღო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მითითება, რომ ჩაშლილიყო დასავლეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენი ქვეყნისთვის და დასავლეთისთვის, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პუტინის რეჟიმისთვის. რუსეთი დღეს არის სანქციების ქვეშ და სანქციების თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათი მოკავშირე არის სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ამ ჩანაწერიდან იკვეთება, სადაც ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან აბაშიძეს არავინ ეკითხება არანაირი გადაწყვეტილების მიღებას, ის უბრალოდ შუამავალია რუსეთს და ივანიშვილს შორის”, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისივე თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშირდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა