19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრიდან ან ნებისმიერი განცხადებიდან, რომელიც შეიძლება რუსული მხრიდან კეთდებოდეს, ვინმეს საფრთხეებზე საუბრის საფუძველი ჰქონდეს

არ მგონია, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრიდან ან ნებისმიერი განცხადებიდან, რომელიც შეიძლება რუსული მხრიდან კეთდებოდეს, ვინმეს საფრთხეებზე საუბრის საფუძველი ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, "არ ფიქრობს, რომ ვინმეს აქვს საბაბი იმისა, ზედმეტად გაზრდილ საფრთხეებზე ისაუბროს".

"ავტომატურად იბადება განცხადებების საფრთხეების შემცველად მონათვლის საფუძველი. არ მგონია, რომ საფუძვლიანია სკეპტიციზმი, რომელსაც კრიტიკული დამოკიდებულება ავლენს - ჩვენი ოპონენტების მხრიდან აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი ...

საქართველოს აქვს ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომელსაც მუდმივად ამბობს და აფიქსირებს - საქართველო იქნება შეურიგებელი ნებისმიერ ხელყოფასთან დაკავშირებით, რითაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველომ შეიძლება ამ მტკიცე პოზიციას გადაუხვიოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა