გიული ალასანია - ხელისუფლების მიზანია ის, რასაც ვხედავთ - მათი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი არსად იყოს, არსად აღარ არსებობდეს

არ ვიცი, რატი ბრეგაძეს ეს ინფორმაცია ვისგან აქვს, მე ყველაფრის მოწმე ვარ. რა თვითდაზიანებაც ეს არის, ძალიან კარგად ვხედავ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი პაციენტის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, რომ „მიხეილ სააკაშვილი აღარ არსებობდეს.“

„ხელისუფლების მიზანია ის, რასაც ვხედავთ, აი, შედეგი სადაც არის. მათი მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი არსად არ იყოს, არსად აღარ არსებობდეს. ესე იგი გამოდის, რომ თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა იმას {მიხეილ სააკაშვილს} და ჩვენ {ოჯახის წევრებს}, პირადად მე მეკისრება. ყველაფერი ჩვენი ბრალია, ხომ მიხვდით ოჯახის წევრების და თვითონ მისი“, -აღნიშნა ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებას არ თანხმდება, რადგან მას „ყოველი კუთხიდან“ ეუბნებიან, რომ კლინიკას მსგავსი გამოცდილება არ აქვს.

„ექიმების რეკომენდაციაა, რომ ჭამოს და კალორიები მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს, რა ვქნათ. სწორედ, ეს არის მისი ავადმყოფობა. პარენტერალურ კვებას არ თანხმდება იმიტომ, რომ ყოველი კუთხიდან ესმის, რომ საავადმყოფოს ამის გამოცდილება არ აქვს. იმით მოკვდება, თუ ამით მისთვის მნიშვნელობა უკვე არ აქვს.

მადლობა ღმერთს, პატიოსანი ექიმები გვყავს. ყველა ექსპერტი, ვინც იმ კონსილიუმში ჩართული იყო, ყველა ერთი და იმავეს ამბობს, ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ, რამდენიმე ექიმის სასამართლოს დარბაზში გამოსვლა, ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ პროფესიული კეთილსინდისიერება და ცოდნა აღმოაჩნდათ. ის დასკვნები მივიღეთ, რომელიც რეალობას შეესაბამება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე, ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ გამოეხმაურა.

„მადლობელი ვარ ვოლოდიმირ ზელენსკის, რადგან ეს კაცი აბსოლუტურად სწორია“, - აცხადებს გიული ალასანია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა