მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას შეგნებულად იუარესებს და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, აბსურდულია

მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას შეგნებულად იუარესებს და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია, - ასეთია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია.

სარჯველაძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა სწორედ ამის თაობაზე ისაუბრა და არავითარ პასუხისმგებლობაზე საუბარი მართებული არ არის.

"სამწუხაროდ, ხელისუფლების ბევრი ოპონენტია, ვინც მოწადინებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაღაც დრამატული და ისტერიული ფონი შექმნან.

სამწუხაროდ, აქტიურია მოწოდებები თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. რა საკვირველია, ეს ცეცხლთან თამაშია, ეს არ არის კეთილსინდისიერი და ზნეობრივი მათი მხრიდან.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, თქვენ ხედავთ, რა არის ფაქტობრივი მოცემულობა. არ ვიცი, იგივე ევროპარლამენტარებიდან ვინ რაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს, რომ წამებას აქვს ადგილი. ვშიშობ, რომ

შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიკერძოვებულ დასკვნებს. ფაქტია, რომ არავითარ წამებას ადგილი არა აქვს - ეს ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა