რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქალაქის მერი ალექსანდ გონჩარენკო ავრცელებს.

„კვლავ დარტყმა კრამატორსკზე. ისხედით თავშესაფრებში“, - განაცხადა გონცარენკომ.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა წუხელ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს. შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 21 - დაშავდა.