უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 129 870 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 840 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3215 ტანკი, 6388 ჯავშანტექნიკა, 2215 საარტილერიო სისტემა, 460 MLRS, 222 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 294 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1952 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5068 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა და 202 ცალი სპეცტექნიკა.