მიხეილ დაუშვილი - თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ამით ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წავალთ

თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ამით ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წავალთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

დაუშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა დაუშვებელია.

„მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და თუ ფრენები აღდგება, გამოვა, რომ ამით მათ წინააღმდეგ წავალთ მაშინ, როცა რუსეთი ყველგან დასანქცირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რომ თუ დღეს რაიმე არ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობის დათბობაა. როცა რეგიონში ის გეოპოლიტიკური საფრთხეები არსებობს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომთან, დაუშვებელია პირდაპირი ფრენების აღდგენა”, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ გამოწვევების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ აღდგეს მანამ, ვიდრე რეგიონში საფრთხეები არსებობს.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს