მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის ყველა გეგმა ჩავარდა - იმუშავებს უკრაინული გეგმა - დეოკუპაცია, რეპარაცია, ტრიბუნალი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა გეგმა ჩავარდა.

მისივე თქმით, ასევე ჩავარდება უკრაინაზე „დიდი შეტევის“ გეგმა და სანაცვლოდ უკრაინა შეძლებს საკუთარის შესრულებას: დეოკუპაციის, რეპარაციისა და ტრიბუნალის.

„ზამთრის ბოლო თვე დაიწყო. პუტინის გეგმის თანახმად, უკრაინა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე უნდა დარჩენილიყო, უკრაინელებს ხელისუფლებისგან დანებება უნდა მოეთხოვა. გეგმა ჩავარდა, როგორც ყველა წინა. ისევე როგორც არც „დიდი შეტევა“ იმუშავებს. იმუშავებს უკრაინული გეგმა: დეოკუპაცია, რეპარაცია, ტრიბუნალი“,- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება