შალვა პაპუაშვილი - საქართველო „ტრიოს“ ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე

საქართველო „ტრიოს“ ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

„პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და ფინანსური კონტროლის სფეროებში - საქართველო პირველ ადგილზეა 8 ქულით, მეორე ადგილზეა უკრაინა - 7 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოვა - 6 ქულით.

საქართველო ტრიოს ქვეყნებში 18 ქულით პირველ ადგილზეა შიდა ბაზრის სექტორშიც, უკრაინა მეორე ადგილზე - 17 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე - 15 ქულით. შიდა ბაზარი, მოიცავს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, დაფუძნების უფლებას და სერვისების მიწოდების თავისუფლებას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, კონკურენციის პოლიტიკას, ფინანსურ სერვისებს, მომხმარებლების და ჯანმრთელობის დაცვას.

საქართველო ასევე ლიდერობს კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში. საქართველო - 21 ქულა, უკრაინა - 20 ქულა, ხოლო მოლდოვა - 15 ქულა. კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორი მოიცავს ინფორმაციულ საზოგადოებას და მედიას, გადასახადებს, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას, საწარმოების და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებას და კვლევას, განათლებას და კულტურას, საბაჟო კავშირს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება