19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გელა ნიკოლაიშვილი - მიზანია თავისუფლება, რაც მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე გადის

მათი მიზანი ჯანმრთელობა არ არის, მათი მიზანია, თავისუფლება , - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადის მისი ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე.

„კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ის რეალობა, რაც გვაქვს. ერთის მხრივ არის ექიმების გუნდი და პენიტენციური სისტემა, რომელთა მიზანიც არის, რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ეს ადამიანი, ცოცხალი იყოს და არის მეორე გუნდი, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს. მათი მიზანი ჯანმრთელობა არ არის, მათი მიზანია, თავისუფლება. ეს თავისუფლება გადის მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის რაც შეიძლება მეტად დამძიმების გზაზე და ეს ორი მიზანი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამაზე ილაპარაკა განსაკუთრებით ნინო ნადირაძემ.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, რაც მას კითხვები დაუსვეს, გასცა ადეკვატური პასუხები“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე არის თუ არა დარღვევა კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს:

„არ მგონია, რომ რას მიირთმევს და რას ჭამს ადამიანი, ეს იყოს რაღაც პერსონალური ინფორმაცია“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის