აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს - პაკეტში შედის მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების GLSDB ჭურვებიც

აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის”, - თქვა რაიდერმა.

ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა შევა.

ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

რაიდერმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს.

კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.

“პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვონ და საშუალებას მისცემს საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ოპერაციები აწარმოონ და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა”, - თქვა რაიდერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა