იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 24 თებერვლამდე ჩავა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში 24 თებერვლამდე ჩავა. ამის შესახებ, იტალიური გამოცემა ANSA-ს ცნობით, მელონიმ გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

"კიევში 24 თებერვლამდე [ომის დაწყებიდან პირველი წლისთავი] ვიქნები”, - თქვა მელონიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში იტალიასა და გერმანიას შორის “ძლიერი სინერგია” არსებობს.

მელონის თქმით, ორივე ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდნენ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად და “ამის კეთებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება”.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხზე იტალია საფრანგეთთან თანამშრომლობს.

"ჩვენი დახმარების მეექვსე პაკეტი ჩამოვაყალიბეთ”, - თქვა მელონიმ.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა. მელონიმ, თავის მხრივ, ზელენსკი რომში მიიპატიჟა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა