ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის არმიას ასიათასობით დრონი სჭირდება

უკრაინის თავდაცვის ძალებს ასიათასობით უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი უპილოტო საფრენი აპარატების ასზე მეტ უკრაინელ დეველოპერს და მწარმოებელს შეხვდა.

რეზნიკოვის მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა პავლო რიაბიკინმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ფართო სპექტრის უპილოტო თვითმფრინავების - ჰაერის, მიწის და წყლის.

„ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები იზომება ასობით ათასი სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებებზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ფართომასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში”, - აღნიშნა მან.

რეზნიკოვის თქმით, ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა