ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ყოფილ პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ყოფილ პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა. შესაბამისი გადაწყვტილების შესახებ ზელენსკიმ 4 თებერვალს განაცხადა.

„დღეს მე ხელი მოვაწერე შესაბამის დოკუმენტებს, რათა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და გასასუფთავებლად აგრესორის გვერდით მყოფთაგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ მიმართვაში.

ზელენსკიმ არ დაასახელა კონკრეტული სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც.

უკრაინული მედიის ცნობით, სიაში შედის რამდენიმე წამყვანი პოლიტიკოსი ვიქტორ იანუკოვიჩის ოფისიდან, რომელიც უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი იყო 2010 წლიდან 2014 წლამდე, თანამდებობიდან გადაყენებამდე.

მედიის ცნობით, სიაში შედიან: განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დმიტრო ტაბაჩნიკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო.

უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე ადამიანს ჩამოართვა და დაუწესა სანქციები ასობით რუს და ბელარუს ფიზიკურ პირს და კომპანიას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა