დავით არახამიას ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე კირილ ბუდანოვი ჩაანაცვლებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

"ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში", - აცხადებს არახამია.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც ამჟამად სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

არახამიას ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი - ვასილი მალიუკი.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია