ოლექსი დანილოვი - რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიას მიზნად დაუსახა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრულად აღება.

„ახლა ცდილობენ გააცნობიერონ, რომ არ აქვთ უნარი მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც დასახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებისთვის. ამიტომ, დღეს ისინი იხვეწებიან. ისინი ახლა დიდ სამუშაოს ატარებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა შევიდნენ მოლაპარაკებებში. უკვე ბრაზილია და ვინ აღარ არის ჩართული შუამავლობაში - "მოდით, მოვილაპარაკოთ, რომ როგორმე გადავწყვიტოთ ეს საკითხი", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების საკითხში ოთხი მოთხოვნა დაუყენა.

„ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. იმ ადამიანების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა, რომლებმაც დაიწყეს ეს ყველაფერი, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა - ეს სავალდებულოა და მეოთხე ფაქტორი არის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დანილოვმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა