მედია - რუსეთის ბრიანსკის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაშავდა

მედია - რუსეთის ბრიანსკის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაშავდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დრონის თავდასხმის შედეგად ახალწვეული და მისი მეთაური დაიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული გამოცემა ASTRA ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 თებერვლის საღამოს, ბრიანსკის ოლქის სევსკის რაიონზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაშავდა ორი სამხედრო - ახალწვეული ალექსანდრე ბალაშოვი და ოცეულის მეთაური მუსლიმ გუნაევი.