გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პერმანენტული აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პერმანენტული აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ამის შესახებ მან რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და ჯანმრთელობის საკითხი საქართველოს ყველა მოქალაქის პრობლემაა.

„დაიგეგმა ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში კონკრეტული აქციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების თემას შეეხება. ეს იქნება პერმანენტული აქციები. იქნება სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ლოკაციებზე. ეს იქნება, როგორც პატარა, ისე დიდი, მნიშვნელოვანი აქციები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მოემსახურება იმ საერთო პროტესტის ტალღას, რომელიც აუცილებლად იქნება საქართველოში. ყველა ადამიანმა უნდა შეიგნოს ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა და ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელმა ადამიანმა," - განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, გადავლენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმში ენმ-ს საკრებულოს დეპუტატები, ბოტკოველი პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

„ჩვენ პროტესტის ყველა ფორმატს, ყველა პლატფორმას და ყველა პროცესს განვიხილავთ, რაც შეიძლება იყოს პრობლემის შემქმნელი „ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის. ასევე, ყველა ფორმატს განვიხილავთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან სასაუბროდ. არაფერს გამოვრიცხავთ. ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება, აუცილებლად გეცნობებათ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს