გიორგი ჩალაძე - თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება -  თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განაცხადებით, ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატები არ უნდა დატოვოს.

მისი თხოვნაა, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს “ჩააბარებდნენ”.

რაც შეეხება პროტესტს, როგორც ჩალაძე აცხადებს, "გრაფიკი" ხალხის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შედგეს და თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა, აქციები არ ჩატარდება.

“ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი გრაფიკი, რასაც ხალხი მოითხოვს. თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება. თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა, რასაც ხალხი ითხოვს, ის უნდა მოხდეს. სხვანაირად ან რუსეთში ან ბელარუსში აღმოვჩნდებით.

ვთვლი, რომ მანდატები არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მანდატი არის საშუალება, რომ ადგილზე ვიბრძოლოთ, ადგილზე შევქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი, იმ ფორმებით, რომელიც დისკუსირებული იქნება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მანდატები გააჩნიათ.

ადამიანებმა მისცეს მანდატები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან მმართველობით რგოლში და მე ვთხოვდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს ჩააბარებდნენ.

მანდატის ჩაბარება არის 1-საათიანი ემოციური ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი არ მოყვება. თუმცა, ეფექტურ ბოიკოტის ქმედებებზე შეიძლება შეთანხმება. უნდა მივიღოთ ისეთი ფორმა, რომელიც შედეგის მომტანი იქნება”, - განაცხადა ჩალაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამომავლოდ მასშტაბური აქციები, ჩალაძე პასუხობს:

“იმედი მაქვს ამის საჭიროება არ გახდება და გვეყოფა ისეთი შეკრებები, რომელიც იმართება. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში შედეგის მიღწევა”, - აღნიშნა ჩალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა