მედია - ბერლინმა უკრაინაში 178  Leopard 1-ის ტანკის მიწოდების საკითხი დაამტკიცა

გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის მიწოდების საკითხი დაამტკიცა, რომელთა გადაცემა სამრეწველო მარაგებიდან მოხდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

პირველი ტანკები უკრაინას ზაფხულში უნდა მიეწოდოს, მაგრამ მათი უმეტესობა უკრაინაში მომავალ წლამდე ვერ მოხვდება. გადაწყვეტილებას გერმანიის მთავრობა ოფიციალურად სამშაბათს საღამოს გამოაცხადებს.

გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში ექსპორტის ლიცენზია გასცა.

Leopard 1 არის პირველი მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც გერმანული არმიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აეწყო. ის იწარმოებოდა 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან 1980-იანი წლების შუა ხანებამდე. ბერლინის მიერ ადრე დაპირებული 14 Leopard 2 -ის ტანკი ბევრად უფრო თანამედროვეა.

გერმანული მედია ადრე იტყობინებოდა, რომ გერმანელ მწარმოებლებს აქვთ Leopard 2-ის წინამორბედი, 29 კარგად განახლებული მოდელი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა