უკრაინელი ჯარისკაცები Leopard 2 ტანკების მართვისთვის მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრნენ

უკრაინელი ჯარისკაცები Leopard 2 ტანკების მართვისთვის მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრნენ. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს პატივი მქონდა თქვენი სამხედროები Leopard 2-ის მართვისთვის მოსამზადებლად გამეცილებინა. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მომზადების სისწრაფით. შეიარაღების სისტემები ეფექტიანად მუშაობენ უკრაინისთვის რუსეთის ამ დამპყრობლურ ომში. ეს ეხება Marder-ს, NASAM-ს, Patriot-ს. ეს ასევე აჩვენებს, თუ რამდენად კარგად მუშაობენ უკრაინელი ჯარისკაცები”, - აღნიშნა პისტორიუსმა.

თავის მხრივ, რეზნიკოვმა პისტორიუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის ბევრი დადებითი ახალი ამბავი დააანონსა.

“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. “რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის შემდეგ ეს ჩვენი უკვე მეორე შეხვედრაა. მალე კიდევ ერთი იქნება იგივე ფორმატში, ოღონდ ბრიუსელში. ბევრი დადებითი ახალი ამბავი იქნება. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ცის დაცვა, არამედ მომავალში გამარჯვების შემდეგ თანამშრომლობაც განვიხილეთ”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით