ბექა ლილუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - საუბრობდე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაზე და არ ახსენებდე ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობას, გაუგებარია და ახსნადი არ არის

საუბრობდე ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საკითხებზე, პოლიტიკურ კრიზისზე და თან საერთოდ არ ახსენებდე ბიძინა ივანიშვილს და მის პერსონალურ პასუხისმგებლობას, გაუგებარია და არ არის ახსნადი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა, მაგრამ დასძინა, რომ მისი გუნდი პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის როლს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„გუშინდელ განცხადებაში პრეზიდენტის მხრიდან მთლიანად ოპოზიციის გაერთიანება და კრებსითად საუბარი არ იყო არც სამართლიანი, არც სწორი, ეს აზიანებს ოპოზიციის განვითარების შესაძლებლობას ამ ქვეყანაში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა საუბრობდა პრეზიდენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლის, რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შესახებ და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ამ პროცესებზე საუბრობდე და თან არ ახსენებდე საერთოდ ბიძინა ივანიშვილს და მის პერსონალურ პასუხისმგებლობას ამ საკითხებზე, ეს გაუგებარია და არ არის ახსნადი. რაც შეეხება თავის წილ პასუხისმგებლობას - შეიძლება თუ არა ამ პროცესებში პრეზიდენტის როლი უფრო მძაფრად, პოზიტიურად ყოფილიყო წარმოჩენილი - კი შესაძლებელია. ხელისუფლება ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად უზღუდავდა, მაგრამ ალბათ, იყო ბევრი სფერო, სადაც შეეძლო პრინციპული პოზიციები დაეფიქსირებინა, ეს თითოეული ჩვენგანის, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არაერთხელ დააფიქსირა პასუხისმგებლობა, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ნაწილია და არის თუ არა გამოსავალი [შეწყალება], ეს ალბათ, უფრო სამართლებრივი საკითხია, როგორც ახსნა, გამოსავალი არ არის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას, ეს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამით „ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი მიესაჯა“.

მისივე თქმით, სააკაშვილი შეწყალებით ვერ გათავისუფლდება და ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა