სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ამასთან, 2-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ ბადრი ესებუას მისი ადვოკატი, იოსებ ჯანაშია ქუთაისის #2 დაწესებულებაში დღეს, დღის ბოლოს შეხვდება. როგორც ჯანაშია განმარტავს, ის ესებუას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციასაც ელოდება.

„როდის და რა ვითარებაში დააკავეს, ჩემთვის უცნობია. ვესაუბრე პროკურორს და მასთან ლაპარაკის დროს გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. როგორც გავარკვიე, დაუკავებიათ სოფელ ჯიხაშკარში და გადაყვანილია ქუთაისის #2 დაწესებულებაში“, -განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა