რუსმა სამხედროებმა 7-8 თებერვლის ღამეს, ხარკოვის ცენტრალურ პარკზე იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
თავდასხმის ამსახველი კადრები უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა. სხვა დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, სამშაბათს, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინიეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე ახალი შეტევა განახორციელეს. ხარკოვის მცხოვრებლებს სინიეგუბოვმა თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.