„დაიცავი გელათი!“ - ამ მოწოდებით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

„დაიცავი გელათი!“ - ამ სახელწოდებით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, დაზიანებული ტაძრის ფოტოები მიიტანეს. მათ ჰქონდათ ბანერები წარწერით, „ვკარგავთ გელათს, ვკარგავთ ისტორიას, ვკარგავთ საქართველოს!"; "სოლიდარობა ქართველ მეცნიერებს".

როგორც „ლელოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში, გელათის ტაძრის რესტავრაციის პროცესი უმოქმედობით, არაპროფესიონალიზმით და გულგრილობით იმართება, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა.

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ.

„ქართული ოცნების“ მიერ გელათის რესტავრაციის პროცესი მივიდა იქამდე, რომ ჩვენ დავკარგეთ გელათი იმ სახით, რითაც ის წინაპრებმა შემოგვინახეს. ახლა საბრძოლი არის ის, რომ იმ ფორმით მაინც შევინარჩუნოთ, რა ფორმით დღეს ძეგლი ჯერ კიდევ უძლებს. ეს არის კულტურის მინისტრის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს იმ დანაშაულებრივი გულგრილობისთვის და დუმილისთვის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს მაშინ, როდესაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საუბრობენ, თუ რამდენად არასწორად, თვითნებურად ხორციელდება რესტავრაცია, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ