რიში სუნაკი - უკრაინელები Challenger 2 ტანკებს უკვე შემდეგ თვეში გამოიყენებენ - არ შეიძლება დავუშვათ, რომ უკრაინა კვლავ გახდეს მოწყვლადი სამიზნე ახალი აგრესიისთვის

ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინას უკვე მარტში გადაეცემა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისინი დიდ ბრიტანეთში უკრაინელ სამხედროებს შეხვდნენ, რომლებიც მომზადებას გადიან.

“უკრაინელი ეკიპაჟები, რომლებიც წინა კვირას სწავლებებზე ჩამოვიდნენ, Challenger 2 ტანკებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად უკვე შემდეგ თვეში გამოიყენებენ. და ჩვენ დღეს მომზადების პროგრამის გაფართოებაზე შევთანხმდით, რომელიც უკვე 10 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა, რომ იგი საზღვაო ქვეითებსა და გამანადგურებლების პილოტებზე გავრცელდეს”, - აღნიშნა სუნაკმა.

მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ძალისხმევას მიმართავს, რათა დასავლური იარაღი უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცეს და არა თვეებისა და წლების შემდეგ.

“უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა შევაიარაღოთ, და ასევე გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უნდა გავაძლიეროთ. არ შეიძლება დავუშვათ, რომ უკრაინა კვლავ გახდეს მოწყვლადი სამიზნე ახალი აგრესიისთვის”, - თქვა სუნაკმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება