ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს - რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ იარაღს და თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სთხოვა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და თანამედროვე თვითმფრინავები მიაწოდონ.

”ჩვენ ყველას ძალიან ცოტა დრო გვაქვს. სხვათა შორის, მე არ ვსაუბრობ დღევანდელ, არამედ კვირებზე, თვეებზე, რომლებიც წინ გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს ეხება იარაღს, რომელიც საჭიროა მშვიდობისთვის, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი“, - განაცხადა ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონსა და ოლა შოლცს განუცხადა, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ იარაღსა და თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია.

„რაც უფრო მალე შეძლებს უკრაინა მძლავრი შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღებას, რაც უფრო მალე შეძლებენ უკრაინელი მფრინავები თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას და რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სატანკო კოალიცია, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და მშვიდობას დავუბრუნებთ ევროპას“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონიდან პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შეხვდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის