ლონდონში რუსეთის საელჩო - უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ევროპასა და მთელ მსოფლიოში სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება

ლონდონში რუსეთის საელჩო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას მთელი მსოფლიოსთვის სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ექნება.

„მინდა შევახსენო ლონდონის ოფიციალურ პირებს: ასეთი სცენარი, როგორიცაა ესკალაციის მორიგი ტალღის „სისხლიანი მოსავალი“, ისევე როგორც მისი სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში, მათ სინდისზე იქნება“, მათ სინდისზე იქნება“, - განაცხადეს საელჩოში.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა