პორტუგალია უკრაინას სამ „ლეოპარდ 2“ ტანკს გადასცემს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას მომავალ თვეში სამ ერთეულ „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკს გადასცემს.

„ვახორციელებთ „ლეოპარდ 2“ ტანკების აღდგენისა და ტექნიკური მომსახურების გეგმას და, გეგმის მიხედვით, მარტში შევძლებთ სამი მათგანი გავუგზავნო. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კოსტამ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისათვის, გასული კვირის ბოლოს პორტუგალიის პრემიერმა განაცხადა, რომ „ლეოპარდის“ ტანკების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოსაპოვებლად გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ანტონიო სილვა რიბეირომ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანას 37 ერთეული „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკი აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა