„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ევროკომისიის მმართველი დირექტორის უფროს მრჩეველს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბორის იაროშევიჩს შეხვდნენ.

„ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული პრობლემები განიხილეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო შეხვედრა ბორის იაროშევიჩთან. იაროშევიჩი ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენელია, ის წლების განმავლობაში იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, შესაბამისად, კარგად არის ინფორმირებული იმ პრობლემებზე, რაც აქვს ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების და ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის ხარვეზები.

ბატონ იაროშევიჩს გავაცანით ჩვენი ხედვა და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არის ჩვენი ისტორიული შანსი და მთავარი სახელმწიფო ინტერესი, ცვლილებები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კი შესაძლებელია განხორციელდეს სტატუსის მიღების შემდეგ.

ბატონ იაროშევიჩს გადავუხადეთ მადლობა საქართველოში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა მომავალი ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა