დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შემოვლითი გზით ერევა თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის დროებითი თუ მუდმივი ხელმძღვანელი

უნდათ ეროვნული ბანკის საბჭოში ვინმე სხვა, მათთვის სასურველი პირველი მოადგილის სტატუსით შეიყვანონ და თუკი ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მათთვის სასურველ პირს არ დანიშნავს, მოვალეობის შესრულებას ეს პირი გააგრძელებს, სალომე ზურაბიშვილს კი ამ ბრძოლაში შესვლის ხალისი დაეკარგება, - ასე ხსნის „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი მმართველი უმრავლესობის ინიციატივით „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა - ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.

უსუფაშვილის შეფასებით, ეს არის დამოუკიდებელი ორგანოს - ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში უხეში ჩარევა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ შემოვლითი გზით ერევა, თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის დროებითი თუ მუდმივი ხელმძღვანელი მომავალში.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მარტში უფლებამოსილება ეწურება. ასარჩევია ბანკის ახალი პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან. საბჭომ მის შემადგენლობიდან წევრი უნდა წარადგინოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაამტკიცებს. აჰა, მივადექით შემდეგს... უმრავლესობასა და მის მიერ მოყვანილ პრეზიდენტს შორის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გაჩნდა პანიკური შიში იმისა, რომ პრეზიდენტმა შეიძლება უარი თქვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად საბჭოს იმ წევრის დანიშვნაზე, ვისაც მას საბჭო წარუდგენს, ან წარადგენინებენ. დღეს მოქმედი კანონით, ვიდრე ახალი პრეზიდენტი არ დაინიშნება, რომელიმე მოადგილე უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს. ამიტომ უნდათ, რომ ვინმე სხვა, მათთვის სასურველი პირველი მოადგილის სტატუსით შემოიყვანონ, თუკი ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მათთვის სასურველ პირს არ დანიშნავს. ეს პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს და სალომე ზურაბიშვილს კი ამ ბრძოლაში შესვლის ხალისი დაეკარგება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ეროვნული ბანკი შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით იხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს