ბადრი ჯაფარიძე - საპარლამენტო მუშაობა იმას ემსახურება, რომ ვამხილოთ "ქართული ოცნება" და არ მივცეთ საშუალება, „თვალში ნაცრის შეყრა“ გააგრძელოს - შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ

ბოიკოტს არ შევუერთდით, ვაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას და მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული „ქართული ოცნების“ მავნებელი ნაბიჯების კრიტიკისთვის , - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ჰუმანიტარული საკითხია და ამ თემის პოლიტიზება პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ართულებს.

„სააკაშვილთან დაკავშირებულ თემას წმინდა ჰუმანური პოზიციიდან ვხედავთ - ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომ არ დაუშვან ტრაგიკული შედეგი. ეს უნდა იყოს ყველას საზრუნავი. ამ თემის პოლიტიზება მხოლოდ ართულებს პრობლემის გადაჭრას. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა გზით იმოქმედებენ. ჩვენ ბოიკოტს არ შევუერთდით, ვაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას და მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული „ქართული ოცნების“ მავნებელი ნაბიჯების კრიტიკისთვის. მიგვაჩნია, რომ ყველაზე ეფექტური გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად არის დასავლეთიდან ზეწოლის გაზრდა იმისთვის, რომ საბოლოოდ, გადაწყვეტილება დაეფუძნოს არა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხედულებებს, არამედ ეს გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს მიუკერძოებელი, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების დასკვნას. მათი დასკვნა უნდა იყოს განმსაზღვრელი სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის და არა კობახიძის ინსტრუქცია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, პარტია საპარლამენტო ტრიბუნას იმისთვის იყენებს, რომ „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილოს და არ მისცეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამის შედეგი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

„საპარლამენტო მუშაობა სწორედ იმას ემსახურება, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, გააგრძელოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, თვალში ნაცრის შეყრა და ვამხილოთ ის. ამან შედეგად უნდა მოიტანოს ის, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ. სამუშაო, რომელსაც პარლამენტში ვასრულებთ, ემსახურება იმას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ამომრჩევლებს და დასავლელ მეგობრებს ალტერნატივას ვაჩვენებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული ორიენტაციის ოპოზიციურ პარტიებს შორისაც განსხვავებები საკმაოდ არის, მაგრამ თემატური თანამშრომლობაც გრძელდება.

„12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ თემატური თანამშრომლობა გვქონდა და გვექნება კიდევ, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს შეეხება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციის ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა თუ ინიციატივა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების რეფორმას, კორუფციასთანა ბრძოლას, საგარეო პოლიტიკურ კურსს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას აწყდება.

„ოპოზიცია სწორედ იმიტომ არის ოპოზიცია, რომ სამწუხაროდ, უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ. იმიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ის ბერკეტები, რომელიც გვექნება უკვე კოალიციურ უმრავლესობას. ეს საშუალებას მოგცემს ყველა პროდასავლური რეფორმა განვახორციელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა პრეზიდენტის როლზეც მიხეილ სააკაშვილის საქმეში და განაცხადა, რომ როდესაც საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, საუბარია ჰუმანიტარულ ასპექტზე და არა სამართლებრივზე.

„ამ შემთხვევაში საუბარია სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობაზე. აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმაც, მაგრამ მან როგორც განაცხადა, ამ წუთას არ განიხილავს შეწყალების საკითხს“,- დასძინა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა