უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

„კიევში, კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, გადაუდებელი გათიშვა განხორციელდა”, - განაცხადეს უკრაინის ენერგოკომპანიაში.

მათივე განმარტებით, იძულებულები იყვნენ, აღნიშნული პრევენციული ნაბიჯი გადაედგათ, რათა თავიდან აეცილებინათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება იმ შემთხვევისთვის, თუ მტრის რაკეტები სამიზნეს მიაღწევენ. შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა