უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 61 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა.
„დღეს ჩვენ მოვახერხეთ 61 უკრაინელი დამცველის ცხედრის ნათესავებისთვის დაბრუნება. ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა", - განაცხადა კოტენკომ.
მისი თქმით, საერთო ჯამში, უკრაინამ 888 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო.