ნიკოლოზ სამხარაძე - თმენის ვალდებულება აქვს ნებისმიერ ადამიანს და არამხოლოდ დეპუტატს - პროვოკაციული მოქმედებებიდან ვერავინ მიიღებს შედეგს

თმენის ვალდებულება აქვს ნებისმიერ ადამიანს და არამხოლოდ დეპუტატს - პირადი შეურაცხყოფა ძალიან მძიმე ამბავია და ასეთ შემთხვევაში თითოეული ადამიანი ფსიქომდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ტელეკომპანია “იმედის“ შენობასთან მომხდარ ინციდენტს, სადაც “ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.

სამხარაძის თქმით, გამოხატვას თავისი ფორმები აქვს და არის ზღვარი, როცა შეურაცხყოფაზე არ უნდა გადახვიდე.

„როდესაც ადამიანს შუა ქუჩაში დახვდები და მას შეურაცხმყოფელი განცხადებებით მიმართავ, არ ვიცი ამ შემთხვევაში ზრდილობის, ადამიანობის ან ქართველობის ზღვარი სად გადის. ამიტომ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებები არის დასაგმობი. როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს გამოხატვის თავისუფლება აღარ არის.

პროვოკაციული მოქმედებებიდან ვერავინ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს, რაც არ უნდა სასტვენებით ირბინონ. ეს საზოგადოების მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს.

მამუკა მდინარაძის მხრიდან გინება არ მომისმენია - თუ ვინმემ მოისმინა, ეს არ ვიცი“, - განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია "იმედთან" “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ. ისინი მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: - “ჩვეულებრივი რუსი ხარ“, “ივანიშვილის მონა ხარ“ და მიმართავდნენ, რომ “მოღალატეობრივ“ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს. გავრცელებულ კადრებში ისმის გინებაც.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია